ელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) — წელიწადის პერიოდები, რომლებიც დადგენილია ცის თაღზე მზის ხილული მოძრაობისა და ბუნებაში სეზონური ცვლილებების მიხედვით. წელიწადის დროების ცვლას განაპირობებს ის, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი, რომელიც 66° 33′ კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტის სიბრტყისადმი, სივრცეში თავისი თავისადმი თითქმის მკაცრად პარალელურად გადადგილდება მზის გარშემო დედამიწის ორბიტული მორაობისას. ამიტომ იგი წლის განმავლობაში მზისკენ გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე ბოლმზე უკეთესად ათბობს დედამიწის ხან ჩრდილოეთ, ხან კი სამხრეთ ნახევარსფეროს.
იგივე მოვლენა განაპირობებს დღის ხანგრძლივობის პერიოდულ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია, და პირიქით.
ასტრონომიაში წელიწადის დროების დასაწყისი განისაზღვრება ცაზე მზის ხილული მოძრაობით.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაზაფხულის დასაწყისად მიჩნეულია დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზემოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს გაზაფხულის ბუნიობის წერტილში და სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადადის (20 ან 21 მარტი); ამ დროს მთელ დედამიწაზე (პოლუსების არეების გამოკლებით) დღეღამტოლობაა (დღე ტოლია ღამისა); ჩრდილოეთ პოლუსზე იწყება ნახევარი წლის ხანგრძლივობის დღე, სამხრეთ პოლუსზე - ასევე გრძელი ღამე.ეკვატორზე შუადღისას მზე ზენიტში გადის.
No comments:
Post a Comment