Thursday, 24 April 2014

england

ინგლისი (ინგლ. England [ˈɪŋɡlənd]) — გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი,[2][3][4] რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, კელტების და ირლანდიისზღვები, ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.
დასავლეთიდან
ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა[5]. მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ინგლისური ენა და ანგლიკანური ეკლესიაინგლისური კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა[6]XVIII საუკუნეში სწორედ ინგლისში ინგლისის რელიეფი, ძირითადად, შედგება გორაკებისგან რომელიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთისკენ რელიეფი კი უფრო მთიანი ხდება. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად მოიცავს დაჭაობებულ ტერიტორიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის ძირითადად ამომშრალია. ინგლისის ადმინისტრაციული ცენტრი ლონდონი მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. ეს ქალაქი წარმოადგენს არამარტო ამ რეგიონის არამდე მთელი გაერთიანებული სამეფოს უდიდეს დასახლებას და უდიდეს ურბანულ არეს. ინგლისის მოსახლეობა შეადგენს 51 მილიონ კაცს, (მთელი ქვეყნის 84%). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს.დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.

Thursday, 10 April 2014

აღდგომა!

მე აღდგომას ვატარებ თბილისში ვატარებ და ეხლაც თბილისში უნდა გავატარო.მე დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად მიყვარს აღდგომა.                                                                                                                                                                                                                                  აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისსშორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნაგაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულრელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.